კახა კალაძე ოპოზიციას გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს
26-01-2018, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.

 

 

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კალაძემ თბილისის მერიაში გააკეთა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქის მერმა ექსპერტებს გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

 

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვებიან. პროცესში ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან ჩართული. მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ შეფასების პროცესის თანამონაწილე გახდნენ, იმუშაონ ჩვენთან ერთად. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

 

 

„გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე მერიის მიერ მისი მიღება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

 

 

მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი