შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თუკი ამერიკა და ჩინეთი ნებას დართავენ ჩრდილოეთ კორეას შეინარჩუნოს თავისი ბირთვული შეიარაღება, ეს სხვა ქვეყნების მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის მასტიმულირებელი იქნება.
„თუ ჩრდილოეთ კორეას გარკვეული შეზღუდული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ ექნება სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, ბირთვული იარაღის გავრცელებაზე გავლენა შესაძლოა ფუნდამენტური იყოს“, განაცხადა კისინჯერმა ხუთშაბათს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენებამდე, როგორც ამას DefenseNews-ი იტყობინება.
„რადგანაც, თუკი ჩრდილოეთ კორეა ოპოზიციური ჩინეთის და შეერთებული შტატების პირისპირ და დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგობის პირობებში მოახერხებს მისი შესაძლებლობების შენარჩუნებას, სხვა ქვეყნებიც ასევე ჩათვლიან, რომ ეს არის საერთაშორისო დიდი მნიშვნელობის მიღწევის გზა“.
„სამხრეთ კორეას და იაპონიასაც ასევე მოუნდებათ ბირთვული იარაღი და შემდეგ, ჩვენ ვიცხოვრებთ ახალ მსოფლიოში... რომელსაც ახალი აზროვნება დასჭირდება“, განაცხადა კისინჯერმა.
ამგვარი გავრცელება ახალ მოდელს ჩამოაყალიბებს, რაც ამერიკის შესაძლებლობაზე, შეაკავოს სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, უარყოფით გავლენას მოახდენს.
ფხენიანი წარმოადგენს „ყველაზე დაუყოვნებელ გამოწვევას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, გამაფრთხილებლად განაცხადა კისინჯერმა და დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება „ფუნდამენტური მიზანი უნდა იყოს“.
მან რუსეთისა და ჩინეთის ზღურბლზე აშშ-ის ჩრდილოეთ კორეასთან ცალმხრივი, უპირატესი ომის წინააღმდეგ გაფრთხილება გააკეთა.
„უპირატესი თავდასხმით საკითხის მოგვარების ცდუნება ძლიერია, და არგუმენტი რაციონალური, მაგრამ მე ძალზე შეშფოთებული ვიქნებოდი ცალმხრივი ამერიკული ომით ჩინეთის და რუსეთის საზღვრებთან, რომელშიც ჩვენ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან მხარდაჭერა არ გვაქვს.
ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მიზანი უნდა იყოს ჩინეთის დაყოლიება გამოიყენოს სანქციები ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის მოსახდენად, რათა ფხენიანმა ხელი აიღოს თავის ბირთვულ შეიარაღებაზე.
ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდების შეჩერების იდეა მოკავშირეთა სამხედრო წვრთნებზე უარის სანაცვლოდ, წაახალისებს შემდგომ საჭიროებებს რეგიონში ალიანსების დაშლის თაობაზე, განაცხადა კისინჯერმა.
„ეს გაათანაბრებს უსაფრთხოების ლეგიტიმურ ოპერაციებს იმ ქმედებებთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაგმობილია ათწლეულების განმავლობაში“, აღნიშნა კისინჯერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.