საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების უფლებების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გენდერული თანასწორობის მაქსიმალურად უზრუნველყოფზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, უწყებამ ეფექტიანად აამოქმედა გენდერულ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა ინსტიტუტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს უწევს. პრეზენტაციაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უფლებების დაცვაა.
„წელს ვგეგმავთ, დასავლეთ საქართველოში ავაშენოთ ჰოსპიტალი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოყოფილია. ასევე, ინტენსიურად გრძელდება მათთვის ბინების გადაცემა. ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 500-ზე მეტი ბინა გადავეცით სამხედრო მოსამსახურეებს და ამით იმ ვალდაბულების ნახევრაზე მეტი შესრულდა, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო გეგმების განხორციელების მიზნით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხს შეიძენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.