ევროკავშირის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ
26-01-2018, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში ლინას ლინკევიჩიუსსა და იოჰან რეელს სიგელები ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ გადასცა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ლინას ლინკევიჩიუსს სიგელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატში (EEAS, CMPD) საქართველოს ოფიცრად მუშაობის პერიოდში ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცა.

 

 

იოჰან რეელს კი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) მხრიდან, ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სასწავლო მიმართულებით განხორციელებული პროექტების განხორციელებაში.

 

 

ღონისძიებას ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი