2018 წლის 25 იანვარს, სოფ. ჩარგალში ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის, მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები.

გაიმართა დოღი, ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოდგენა ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლი“.

ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი.

ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.