24 იანვარს, ცაგერში ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ( AIC) მიერ გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით გვიშიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის გეგმებს და სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ( AIC) წარმომადგენლები: ივეტა თვალჭრელიძე, ქრისტინა მუსერიძე და ბესიკ მურუსიძე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.