საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების 70-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. სპორტული ასპარეზობის დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ათ წონით კატეგორიაში ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებულს - სპეციალური ოპერაციების ძალების გუნდს ტურნირის თასი, ხოლო I, II, III ადგილებზე გასულ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს მედლები გადაეცათ.
შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით თბილისის ჭიდაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.