თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ უკვე წელს ჩვენ ავირჩიოთ საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი
15-05-2015, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს , რომელსაც საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა პროკურატურის კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ არჩევის ახალ წესს ახალი თავისებურებებით.


"ეს ყველაფერი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც მრავალი წელი საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ექსპერტი და ორგანიზაცია. სულ ბოლოს გამოითქვა დასაბუთებული რეკომენდაცია და კრიტიკა ეუთოს მხრიდანაც. მე იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება. ამ რეფორმას დაამტკიცებს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე წელს ჩვენ ავირჩიოთ საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე შეფასებით, ეს არის პრაქტიკულად რევოლუციური ცვლილებები.


"საქართველოს პროკურატურის ორგანოებს პირველად ექნებათ საპროკურორო კონფერენცია. პირველად შეეძლებათ მათ არჩევნები ჩაატარონ და პირველად ექნებათ შესაძლებლობა რიგით პროკურორებს მთავარი პროკურორის შერჩევაში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი