უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსგან მუდმივად ვიღებ მუქარებს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებდა თუ არა შეტყობინებებს პოროშენკოსგან, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა:
„მუდმივად ვიღებ მუქარებს. მუდმივად მეუბნებიან, გაჩუმდი, არ ისაუბრო ომზე, კორუფციაზე. ამაზე არ ისაუბრო, სხვა რამეზე ისაუბრე, ის პოლიტიკოსები გააკრიტიკე ან შეაქე, ვისაც გეტყვითო".
მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ გუშინ შინაპატიმრობა მიუსაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.