BBC: ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა
15-05-2015, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს სენარტორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ სენატორის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.


ამ მასალის მიხედვით, ჯონ მაკკეინი იძულებულია, უკრაინის მხარის წინადადებაზე უარი თქვას, ვინაიდან აშშ-ს კონგრესის წევრობა მასზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაკკეინმა ამ შემოთავაზებისთვის უკრაინულ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველანაირად დაეხმარება ამ საბჭოს მუშაობაში, ხოლო უკრაინას – წარმატებულ რეფორმებში და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.


განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრად რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის დანიშვნის შესახებ პეტრო პოროშენკომ მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის წევრებს შორის აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი დასახელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი