73 წლის მილოშ ზემანმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა
27-01-2018, 20:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მეორე ვადით გაიმარჯვა და ქვეყანაში შაბათს გამართულ მძაფრ არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ირჟი დრაოში დაამარცხა.

 


როგორც BBC იუწყება, 73 წლის ზემანმა, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება იმიგრაციას და პროტესტს უცხადებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ხმების 52% მიიღო და დაამარცხა დრაოში, პრო-ევროკავშირელი აკადემიკოსი, რომელსაც მანამდე პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა.

 


არჩევნებზე მისულთა რაოდენობამ 66%-ს გადააჭარბა.

 


BBC წერს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის როლი გავლენიანია. ზემანს შეუძლია დაასახელოს პრემიერ მინისტრი და ხელი მოაწეროს პარლამენტში დამტკიცებულ კანონპროექტებს, რომლებსაც მისი ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალა ენიჭებათ.

 


მან პირობა დადო, რომ პრემიერ მინისტრ ანდრეი ბაბისს, მილიარდერ ბიზნესმენს, მეორედ მისცეს მთავრობის ფორმირების შანსი მას შემდეგ, რაც მისმა უმცირესობის კაბინეტმა პარლამენტში გასულ კვირას მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

 


ზემანის პირველი ვადით პრეზიდენტობა მარტამდე გაგრძელდება, ასე რომ იგი გეგმავს მომავალ თვეს ხელახლა დანიშნოს ბაბისი.

 


ზემანი ასევე უფლებამოსილია დანიშნოს ცენტრალური ბანკის ბორდის წევრები და მოსამართლეები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი