თურქეთის არმია შესაძლოა სირიის ტერიტორიის სიღრმეში, პროვინცია იდლიბამდე შევიდეს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ კოჯაელში სიტყვით გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ აფრინში სამხედრო ოპერაცია გრძელდება. „თუკი ალაჰი ნებას დაგვრთავს, ჩვენ იდლიბამდე მივალთ“, განაცხადა ერდოღანმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ „სპუტნიკ ტურცია“-ზე დაყრდნობით იტყობინება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მთელი ერი გაერთიანდა აფრინში ოპერაციის მხარდასაჭერად, როგორც ეს 2016 წლის 15 ივლისს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობისას მოხდა.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში, აფრინში ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ოპერაციის, „ზეთისხილის რტო“ დაწყების შესახებ 20 იანვარს გამოაცხადა.
სირიის ხელისუფლებამ აფრინში თურქეთის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ რეგიონი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.