თურქეთი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს - ანკარამ მოუწოდა ვაშინგტონს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები სირიის ქალაქ მანბიჯიდან, რომელზე იერიშის მიტანასაც თურქული სამხედრო ძალები აპირებენ
28-01-2018, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებულმა შტატებმა სირიაში ქურთული მილიციისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის პირობა დადო, განაცხადა თურქეთმა შაბათს და მოუწოდა ვაშინგტონს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები სირიის ქალაქ მანბიჯიდან, რომელზე იერიშის მიტანასაც თურქული სამხედრო ძალები აპირებენ.

 


აღნიშნულის შესახებ სტატიას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

 


როგორც მასშია აღნიშნული, ჩრდილო-დასავლეთ სირიის აფრინის რეგიონში ქურთული მილიციის წინააღმდეგ თურქეთის საჰაერო და სახმელეთო იერიშებმა სირიის 7-წლიან სამოქალაქო ომში, რომელშიც სხვადასხვა ძალები იყვნენ ჩართული, ახალი ფრონტი გახსნა და დაძაბა ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე ვაშინგტონთან.

 


ანკარა ქურთულ მილიციას - „სახალხო დაცვის ქვედანაყოფს“ ტერორისტებად და თურქეთში კანონგარეშედ გამოცხადებულ „ქურთთა მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს და აღშფოთებულია შეერთებული შტატების მიერ ქურთული მილიციისადმი შეიარაღების მიწოდებით და წვრთნების მხრივ მხარდაჭერით. ქურთმა მებრძოლებმა დიდი წვლილი შეიტანეს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით წარმართულ ბრძოლებში, წერს „როიტერსი“.

 


20 იანვარს დაწყებული ოპერაციიდან, რომელსაც ანკარამ მეტსახელად „ზეთისხილის რტო“ შეარქვა, 8 დღის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული ძალები შესაძლოა, აღმოსავლეთისკენ, ქალაქ მანბიჯისკენ დაიძრნენ, რაც პოტენციურად შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციას გამოიწვევს, რადგან ამ ტერიტორიაზე აშშ-ს თავისი ჯარები ჰყავს განლაგებული.

 


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა ერდოღანის წარმომადგენელს, იბრაჰიმ კალინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ შეერთებული შტატები უკვე აღარ აწვდის ქურთულ მილიციას - „სახალხო დაცვის ქვედანაყოფს“ - შეიარაღებას, განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ოფისში შაბათს.

 


„ხაზი გაესვა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს თურქეთის უსაფრთხოების კანონიერ წუხილებს. გამოიხატა თანხმობა, რომ განხორციელდება მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობები“, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ანკარას მიერ აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვება მას შემდეგ, რაც იერიშები იქნა წამოწყებული, რომელშიც აშკარაა, რომ თურქულმა ჯარებმა და მათმა ამბოხებულმა სირიულმა მოკავშირეებმა პოზიციები მოკრძალებულად წასწიეს წინ მაშინ, როცა თავსხმა წვიმებმა და ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საჰაერო დარტყმების განხორციელება და სახმელეთო ოპერაციების მხრივ პროგრესი შეაფერხა.

 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი დაპირება კონკრეტული ქმედებით უნდა დაამტკიცოს, რაც მანბიჯის მიდამოებიდან მისი ჯარების დაუყოვნებელ გაყვანას უნდა მოიცავდეს.

 


„შეერთებულმა შტატებმა უნდა გაწყვიტოს თავისი კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციასთან და იმოქმედოს ისე, რომ მათ [ტერორისტებმა] თავიანთი იარაღი სრულად დაყარონ. მათ [ამერიკელებმა] უნდა ამოიღონ იარაღი, რომელიც მათ მისცეს, ისინი უნდა გავიდნენ მანბიჯიდან დაუყოვნებლივ“, უთხრა მევლუდ ჩავუშოღლუმ რეპორტიორებს შაბათს.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

20 იანვრის ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთმა და მისმა „თავისუფალი სირიული არმიის“ მეამბოხე მოკავშირეებმა საერთო ჯამში 394 მებრძოლო მოკლეს, განაცხადა ერდოღანმა შაბათს. მისივე თქმით, თურქეთმა და „თავისუფალი სირიული არმიის“ მეამბოხე დანაყოფებმა ერთად 20 ადამიანი დაკარგეს. 

 

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ კოჯაელში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თურქეთის არმია შესაძლოა სირიის ტერიტორიის სიღრმეში, პროვინცია იდლიბამდე შევიდეს. 

 


მან აღნიშნა, რომ აფრინში სამხედრო ოპერაცია გრძელდება. „თუკი ალაჰი ნებას დაგვრთავს, ჩვენ იდლიბამდე მივალთ“, განაცხადა ერდოღანმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი