„იკეას“ ავეჯის მაღაზიათა ქსელის შვედი დამფუძნებელი, მილიარდერი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.
როგორც BBC იუწყება, „იკეას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპრადი სმალანდში, თავის სახლში გარდაიცვალა.
კომპანიაში განაცხადეს, რომ კამპრადი „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეწარმე იყო“.
„იკეას“ დამფუძნებელს ნაცისტებთან თავისი წარსული კავშირების გამო შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია და იგი ამ კავშირებს ახალგაზრდულ „სისულელედ“ და მისი ცხოვრების „ყველაზე დიდ შეცდომად“ მიიჩნევდა.
კამპრადი 1926 წელს სმალანდში დაიბადა და „იკეა“ 17 წლის ასაკში დააფუძნა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი „თავის სახლში მშვიდობიანად გარდაიცვალა“.
მისი კომპანიის დიზაინები პოპულარული ნაწილობრივ თავიანთი სისადავის და ღირებულების გამო გახდა.
„იკეა“-მ 1943 წელს დაიწყო ფუნქციონირება და ახლა მთელ მსოფლიოში 389 მაღაზია აქვს.
კომპანიის სახელი Ikea კამპრადის სახელისა და გვარის ინიციალებისაგან (IK), ასევე იმ ფერმის სახელის დასაწყისი ასო-ბგერისა Elmtaryd (E) და მასთან ახლოს მდებარე სოფლისაგან Agunnaryd (A) მოდის, სადაც ის იზრდებოდა.
კომპანიის საცალო გაყიდვებმა 2016 წელს 36.4 მილიარდი ევრო შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.