ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის აზრით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ EBRD -ის ყოველწლიური შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ გვქონდა დისკუსიები მასთან. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკა არის ზეწოლის ქვეშ, რთულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში ბალანსის პოვნა, მაგრამ თვითონ საქართველოს მთავრობა, მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებენ ამ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.