საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ლიტველ კოლეგას საულიუს სკვერნელისს, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტვის პრემიერის ვიზიტის დატვირთვას გაუსვა ხაზი.
„ძვირფასო პრემიერ მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმა.
„ბატონო პრემიერ მინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია", აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.