პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე თავს უკეთ გრძნობს.
„დილით უკვე ტემპერატურაც აღარ ჰქონდა. მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს, თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის მიზნით სახლში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება“, განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ცისანა შარტავამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გუშინ ვერ დაესწრო.
ილია მეორე 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიაზეც ვერ მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.