თეა წულუკიანი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება
29-01-2018, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ფრაქცია საკანონმდებლო პაკეტზე - „გირგვლიანის შესწორებებზე“ იწყებს მუშაობას.

 

 

„საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა საინტერესოა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, რათა მომავალში არ განმეორდეს ის, რასაც ახლა ვესწრებით. კერძოდ, მომსწრენი ვართ იმისა, რომ ხშირად ცდილობენ გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას. თუ ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს პოლიტიკური ცირკი უწოდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას. გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება.

 

 

ვფიქრობ, ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ ინიციატივის დახვეწისა თუ შემუშავების მომდევნო პროცესში, რათა მომავალმა ხელისუფლებებმა არასდროს იფიქრონ, რომ სახელმწიფო მანქანის გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების ხელშეშლის მიზნით“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი