თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად კიდევ ერთ საწარმოს გადაეცა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "საქმილსადენმშენმა" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 16 819.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 84 100 ლარია.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სანაცვლოდ კომპანია ააშენებს ცემენტის ან ხელოვნური ქვის საწარმოს და პროდუქციას გამოუშვებს არაუმეტეს 2 წლის ვადაში.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმოს შესაქმნელად 336 400 ლარის ინვესტიციის განხორციელება და 25 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.