შეერთებულმა შტატებმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა
30-01-2018, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. „რია ნოვოსტის" ცნობით, „კრემლის ანგარიშში” სულ 210 პირი, მათ შორის, 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენია.

 

 

აშშ-ის ფინანასთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები - პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი შედიან.

 

 

სანქციები შეიძლება დაუწესონ გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერს, როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინსა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს, ალექსანდრ ბორტნიკოვს.

 

 

„ოლიგარქების სიაში” ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, „კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე „ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები შედიან.

 

 

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა, მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი