კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
30-01-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. როგორც მერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

 

 

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მოხდა ჭერის ჩამონგრევა. ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მათ ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

 

 

სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის იქ ჩატარებული სამუშაოები", განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი