თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში" დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
განცხადება ამის თაობაზე კალაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან გააკეთა, სადაც მან კლინიკაში მოთავსებული 4 პაციენტი მოინახულა.
„დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მეტროსადგურში მომხადრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, მათ შორის, არასრულწლოვნები არ არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.