ირაკლი კობახიძე: მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს გააკეთებს
30-01-2018, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეტროში არსებული ვითარება პრობლემად ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობისას გამოიკვეთა.

 

 

„როდესაც საარჩევნო შტაბში ვმუშაობდით თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი მეტროში.

 

 

საჭიროებს სერიოზულ რეაბილიტაციას მეტროსადგურები და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს მოითხოვს სერიოზულ რესურსებს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ყველაფერში მხარდაჭერას გაგვიწევენ. უკვე არის შესაბამისი მოლაპარაკებები დაწყებული და აქედან გამომდინარე, გაგრძელდება მეტროს რეაბილიტაციის პროექტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის თითოეული მოქალაქისთვის. მათ შორის, საუბარია უსაფრთხოებაზე", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი