თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.
„მნიშვნელოვანია, გამოძიებით გაირკვეს, რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ პროექტი არსებობდა ანუ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, ასევე რაიმე სახის დაჩქარება ჩვენი მხრიდან კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად ჩაეტარებინა. ძალიან ბევრ კითხვაზე ალბათ, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების შედეგად”, განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.