კახა კალაძე: ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს
30-01-2018, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზეა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა.

 

 

„დღეს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამოინგრა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია, რის გამოც, დაშავდა 14 ადამიანი. ამჟამად, ექიმები მათ უწევენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, რის ხარჯებსაც თავისთავზე აიღებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო.

 

 

აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს. სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი.

 

 

ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

 

 

ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში - ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ განსაკუთარებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს", განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი