საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი IV მექანიზებული ბრიგადის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები 60, 66, 72, 80, 90, 100 კილოგრამში და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გუნდური პირველობა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ერგო.
შეჯიბრს ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები ნოემბერში, შეიარაღებულ ძალებს შორის გასამართ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირს ორგანიზება გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების სამსახურმა გაუწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.