წყალტუბოში, ყოფილი ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ და მოადგილემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს.
პროექტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 143 ლარით ფინანსდება და თებერვლის ბოლოს დასრულდება.
„წყალტუბოში შეიქმნება სახალხო სივრცე, სადაც დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ იდეები და პროექტები, რომელთა რეალიზებაშიც მათ ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი დაეხმარებათ", აცხადებს მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.
ცენტრში ჩამოაყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელი იქნება როგორც პრეზენტაციების გამართვა, ასევე შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ცენტრის წარმომადგენლებთან. ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების მქონე პირების შეკავშირებასა და განვითარებას.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.