ვანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
30-01-2018, 18:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე გოგორიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან, ივანე სანადირაძესთან და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელთან, მინდია ქავთარაძესთან ერთად, დიხაშხოს, სულორის და ძულუხის მოსახლეობას შეხვდა.

 


ადგილობრივებთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

 


საინფორმაციო შეხვედრაზე კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელმა, მინდია ქავთარაძემ მოსახლეობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მეფუტკრეობის განვითარების სფეროში.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ივანე სანადირაძემ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე - აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" შესახებ, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო; ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების" შესახებ.

 


დღესვე, შეხვედრაზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდათ თხილის ნარგავების მოვლის საშუალებების და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ, ასევე პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, რაც მეცხოველეობის პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდის.

 


მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება", ნათქვამია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი