თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ნახშირღელის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ნიკოლაძეების უბანსა და სოფლის ცენტრში მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდნენ.
მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე პრობლემური საკითხი. მათი განცხადებით, პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის, ბოგირების, სანიაღვრე სისტემისა და სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება. ყველა დასმული საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა ჩანიშნული შემდგომი რეაგირებისათვის.
„ჩვენი მიზანია აღმოიფხვრას საყოფაცხოვრებო პრობლემები-ყველა სოფელში იყოს გზა, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. უნდა ვიგრძნოთ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ვცხოვრობთ. სასიკეთო ცვლილებები სოფლიდან უნდა დაიწყოს. ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდების სოფელში დამაგრებას, რასაც სხვადასხვა პროგრამებთან ერთად, ტურიზმის განვითარებაც უწყობს ხელს. თერჯოლას აქვს მზარდი ტურისტული პოტენციალი. თერჯოლის საინტერესო და ცნობილ ტურისტულ ობიექტებს შორისაა ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ამჟამად კი, მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები და პირველ ვიზიტორებს მღვიმე გაზაფხულისათვის მიიღებს.
ა(ა)იპ „თერჯოლის სახელოვნებო კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის“ თანამშრომლები, დაინტერესების შემთხვევაში, დაგეხმარებიან საოჯახო ტიპის სასტუმროების დარეგისტრირებაში, რაც მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა“, აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ.
„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის, ასევე მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოუცხადეთ ჩვენს ახალ გუნდს. გვაქვს განსხვავებული მიდგომები, გვსურს ხალხთან ხშირი და მჭიდრო კომუნიკაცია, ვმუშაობთ გუნდურად იმისათვის, რომ პრობლემები, რომელიც თქვენს წინაშე დგას, ეტაპობრივად მოგიგვაროთ და გარკვეული სოციალური სერვისები თქვენთვის უფრო ხელმისწვდომი გავხადოთ. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში მოვიდეთ, მოვიკითხოთ თქვენი პრობლემები, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში. ამასთან, გვაქვს თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერა, რომ მუნიციპალიტეტის პრობლემები აქტუალურად დავსვათ ცენტრალურ დონეზე. ეს არის ჩვენი ხედვა და ყოველთვის მოგვიაზრეთ თქვენს გვერდით. აქვე მინდა გავაჟღერო, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივა, ამ სოფლის სკოლის მოსწავლეს, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, დაენიშნება მისი სახელობის სტიპენდია“, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ნახშირღელეში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს დ ასევე ესტუმრნენ ნიკოლაძეების საოჯახო მარანს, სადაც წარმოებული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.