კახა კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან
31-01-2018, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა.

 

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და ასევე იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან. მინდა მივმართო ჩემს მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   xvicha chanturia
      
ბევრი კახას ნაირი კაცური კაცები თუ გადაგვარჩენს . ყოჩაღ კახას
31 იანვარი 2018 12:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი