გიორგი კვირიკაშვილი: მაკროეკონომიკური პარამეტრებით, 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიხურა
31-01-2018, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციასთან შეხვედრას მართავს. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.

 


როგორც შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით, 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო, როგორც ზრდის მაჩვენებლებით მთლიანი შიდა პროდუქტის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის, ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 

„წელს პირველად ვხვდები ბიზნესის წარმომადგენლებს. მინდა, გისურვოთ წარმატებული 2018 წელი. ხანგრძლივი საუბრით არ დავიკავებ დროს, მოსასმენად ვარ მოსული, ვიდრე სასაუბროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. ერთი რამ მინდა გაცნობოთ, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით, ეს ორი დღის ამბავია. ფინანსთა მინისტრი სწორედ ამიტომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსალოცია, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის რანგირება ხდება და საქართველო არის მეხუთე ადგილზე მსოფლიოში. ეს სრულიად ახალი ამბავია”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა.

 

 

„ირაკლი ლექვინაძეს აქვს გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში. მოგიწოდოთ ყველას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელნი და გახსნილები მასთან კომუნიკაციაში”, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი