თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, დედაქალაქის მერის მოადგილეს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს 5 თებერვალს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გაბაშვილის თქმით, სხდომაზე ფრაქციის წევრებს სურვილი აქვთ, მერიის მაღალჩინოსნებმა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გასცენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.