ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
"მაესტროს" ინფორმაციით, ზაზა აბაშიძეს ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ორშაბათს წარადგენენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას სუბიექტური გადაწყვეტილებას უწოდებენ და გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ცენტრის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია", _ აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.