დაბა აბასთუმანს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, აბასთუმნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ადიგენის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან გამართეს.
„მერმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
პროექტი ხელს შეუწყობს დაბა აბასთუმნის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ამაღლებასა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას", აღნიშნულია ადიგენის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.