კახა კალაძე: ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით
31-01-2018, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება. სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა საფრენი აპარატის საშუალებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო.

 

 

სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობაში განთავსდება. 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 45 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მისივე თქმით, ინვესტორთა ჯგუფმა პროექტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, იტალიელი პიერო ლისონი მოიწვია.

 

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს შენობა დაახლოებით, 10 წელია, უფუნქციოდ იყო გაჩერებული. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში, სადაც შეგვეძლება სტუმრის მიღება, ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით. მშენებლობის პროცესში დაახლოებით, 500 ადამიანი დასაქმდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

პროექტი ასევე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძველის და ახლის შერწყმა ხდება. მიზანმიმართულად არის დატოვებული ძველი შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი, თანამედროვე შენობა შეუერთდება“, განაცხადა კახა კალაძემ, როგორც ამას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat Investment ახორციელებს, გენერალური კონტრაქტორი კი, სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს.

 

 

სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი