პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელწოდებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს – სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემისა და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც მოქალაქის მოკვდინებით შეიძლება დასრულდეს; ასევე, მეორე მიმართულება იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში და კანონიერების პრინციპის დაცვის კონტროლი.
„წარმოვადგენთ, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ექსპერტთა წრეების წინაშე კანონპროექტს, რომელიც ძალოვან უწყებასთან არის შეჯერებული. მასში გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იკისრა", აღნიშნა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.