აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება სწორი გზით მიდის.
„მე მესმის ადვოკატების - ხშირად იყენებენ მედიაგანცხადებებს თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გამოძიების პროცესი მიდის სწორი გზით. თუ იქნება დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული. პროცესი გადაინაცვლებს სასამართლოში და ის შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელზეც არის დაფუძნებული სასამართლო, მოიტანს ერთმნიშვნელოვნად სწორ შედეგს", განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.