შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ.
„პრობლემაა, რომ 14 ასაკის ბავშვები სამწუხაროდ, იურიდიული ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდნენ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება. ეს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა. თუმცა, შემდეგი რამ უნდა გავითვალისწინოთ, – როდესაც ასაკმა აიწია, რეფერირების სისტემა ყურადღების გარეშე დარჩა და შესაბამისად, 14 წლამდე ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. დღეს ეს მარტო სამართალდამცველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის. აქ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელია. ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა”, განაცხადა შს მინისტრმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რეფერირების კომისია, რომელიც შექმნილია და არსებობს, ფაქტობრივად ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც სამტრედიაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.