პენტაგონი იმ სცენარებს განიხილავს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთთან და ჩინეთთან კონფლიქტები. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ნომერ მეორე დეპარტამენტის მაღალი რანგის სამხედრო პირმა, აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, გენერალმა პოლ სელვამ ისაუბრა და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკას შესაძლოა, არ გააჩნდეს შესაძლებლობა გასწვდეს ორი უნიკალური პრობლემის რეგულირებას.
ამის შესახებ DefenseNews-ის წერს.
გამოცემის ცნობით, ახლახან შემუშავებულმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიამ დიდი სახელმწიფოები, ისეთი, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მთავარ გამოწვევად დაასახელა, რომლის წინაშეც პენტაგონი დგას, მაგრამ გენერალმა სელვამ აღნიშნა, რომ „ისინი [რუსეთი და ჩინეთი] ერთი და იგივე არაა“. არსებობს ორი უნიკალური მეტოქეობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, და ელემენტები ერთმანეთს ნაწილობრივ ემთხვევა, მაგრამ ერთნაირი არაა“.
„ნებისმიერი ბრძოლა ჩინეთთან, თუკი ის გაჩაღდა, დიდწილად საზღვაო და საჰაერო ბრძოლა იქნება“, განაცხადა სელვამ. „ეს არ ნიშნავს, რომ არმიას და სამხედრო-საზღვაო კორპუსს არ ექნებათ ადგილი. მაგრამ როცა ფიქრობ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პოტენციური კონფლიქტი ჩინეთთან, ის ძალზე მოსალოდნელია ფლოტის და საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი წვლილის ჩაბმას მოიცავდეს, და არმია და სამხედრო-საზღვაო კორპუსი ბრძოლაში ელემენტებს გაამაგრებენ“.
ამის საპირისპიროდ, ამერიკელ გენერალს „რუსეთის გლობალური პრობლემის გადაწყვეტა საჰაერო და სახმელეთო ბრძოლით“ აქვს წარმოდგენილი, რომელსაც მხარდაჭერას ამერიკული „სამხედრო-საზღვაო კომპონენტი“ აღმოუჩენს, რადგან სელვას თქმით, „შენ ვერ შეხვალ რუსეთში, ვერ შეხვალ ევროპაში, რაიმე დიდი მოცულობით, ჩრდილო ატლანტიკის გავლის გარეშე“. „რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტზე მისაღწევად საზღვაო ბრძოლა წარიმართება, მაგრამ თვით ბრძოლა, როგორც კი ის გაიშლება, მოსალოდნელია, რომ საჰაერო და სახმელეთო ბრძოლა იყოს“.
სელვამ აღნიშნა, რომ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთი იდენტიფიცირებულია, როგორც „გლობალური“ პრობლემა, რაც განზრახ გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსეთი ძირითადად მხოლოდ ევროპის გამოწვევაა, რომელსაც ევროპა უნდა გაუმკლავდეს.
რუსეთისა და ჩინეთის გარდა, ახალ ამერიკულ სტრატეგიულ დოკუმენტში პენტაგონი მთავარი საფრთხეების კლასიფიცირებას 4 + 1 საფრთხეებად ახდენს - რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ტერორიზმი.
ამათგან, სელვას აზრით, ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გამკლავება ყველაზე ადვილია, რადგანაც ფხენიანი „თავის თითქმის მთელ სამხედრო საშუალებებს აწარმოებს ან რუსეთისაგან, ანდა ჩინეთისაგან ნაყიდი მეტალით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მთავარი მეტოქის წინააღმდეგ დაგეგმარება მოიცავს ჩრდილოეთ კორეასაც, თუმცა ირანი უფრო რთული საკითხია, განაცხადა სელვამ, „რადგანაც ირანში გეოგრაფია იმდენად უდავოდ განსხვავებულია, რომ ჩვენ ალბათ განვავითარებთ ზოგიერთ შესაძლებლობას - მე ვერ გეტყვით ამ ეტაპზე ეს რა იქნება ირანისთვის, მაგრამ ის აშკარად განსხვავებული იქნება რუსეთისა და ჩინეთისაგან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.