გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია გამოქვეყნდა სათაურით -ამერიკამ არასწორი პარტნიორი შეარჩია - რომელშიც მევლუთ ჩავუშოღლუ შეშფოთებას გამოხატავას იმის გამო, რომ ქურთი „ტერორისტები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ერაყსა და სირიაში იწვრთნებიან და იარაღდებიან შეერთებული შტატების მიერ“ და იმედს იტოვებს, რომ ვაშინგტონი გააცნობიერებს, რომ მის მიერ სირიაში გატარებული პოლიტიკა, რაც „სახალხო დაცვის შენაერთების“ სახელით მოქმედი ქურთი ტერორისტების მხარდაჭერას ემსახურება, „საზიანოა ნატო-ს საიმედოობის თვალსაზრისით“ და იგი „შეცვლის მას და კვლავ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის მეკავშირეებისა და გრძელვადიან ინტერესებს“.
„ამერიკელების ნდობა „სახალხო დაცვის შენაერთებისადმი“ წარმოადგენს საკუთარი თავისადმი მიყენებულ სავალალო შეცდომას, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს აღიარებული პარტნიორი თურქეთში“, მიიჩნევს თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს: „ის ფაქტი, რომ ნატოს მოკავშირე აიარაღებს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც თავს ესხმის ასევე, ნატოს სხვა მოკავშირეს, არის ნატო-ს მიერ გაცხადებული ყველა ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ესაა, პოლიტიკური ანომალია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება“.
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარას მიერ სირიაში 20 იანვარს დაწყებული სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მანამ გაგრძელდება, სანამ, „ტერორისტები საბოლოოდ არ განადგურდებიან“.
„თურქეთი ვერ შეურიგდება სეპარატისტული ანკლავების შექმნას ანდა ტერორისტების თავშესაფრებს, რომლებიც ემუქრებიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგებიან სირიელი ხალხის ნებას“, აღნიშნავს ჩავუშოღლუ სტატიაში, რომლის ქართული თარგმანიც GUARDIAN.GE-ს საქართველოში თურქეთის საელჩომ მიაწოდა.
„შეერთებულ შტატებს შუა აღმოსავლეთში გააჩნია საკუთარი ინტერესები, მაგრამ თურქეთს აქვს დაახლოებით 800 მილის საერთო საზღვარი სირიასთან და ერაყთან. ამ გეოგრაფიულ არეალში და მის მიღმა, თურქეთი და შეერთებული შტატები ერთ მიზანს ემსახურებიან: დაამარცხონ ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს ხალხებს. „დაეში“-ი (ე. წ. ისლამური სახელმწიფო) იყო ჩვენი საერთო მტერი, და ამ დაჯგუფებაზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა თურქეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა სამხედრო დამარცხება განიცადა ერაყსა და სირიაში, თურქეთი კვლავ აგრძელებს თვისი წვლილის შეტანას. თურქეთის სამხედრო მოქმედებები იყო გადამწყვეტი სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯარაბულუს „დაეში“-სგან განთავისუფლების საკითხში, 2016 წელს. თურქეთმა დააკავა 10.000-ზე მეტი DAESH-ის ეწვრი და ალ ყაიდასთან აფილირებული პირი, დეპორტაცია გაუკეთა 5.800 ტერორისტს და უარი უთხრა 4.000 საეჭვო მოგზაურს ქვეყანაში შეშვებაზე.
DAESH-მა დაკარგა სირიაში და ერაყში ტერიტორებზე კონტროლი, მაგრამ მას კვლავ შესწევს ძალა რომ ჩაიდინოს საშინელებები. თურქეთის ხელისუფლებამ ახლახანს ჩაატარა ოპერაცია DAESH-ის ქსელის წინააღმდეგ, რითიც აღკვეთა მისი რეორგანიზაციის მცდელობები.
ამერიკულმა უწყებებმა გვითხრეს, რომ შეერთებული შტატებს სურს ჰყავდეს საკუთარი სამხედრო ძალა სირიის ტერიტორიაზე, რათა აღკვეთოს DAESH-ის გადმონაშთების გადაჯგუფება. ამასთანავე, DAESH-ის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევებრძოლებით სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩვენს რეგიონში, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ამ ომში, შეერთებული შტატების მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა პარტნოიორმა ჩვენს შორის შექმნა ჩიხი. ესაა ჯგუფი, რომელიც ამერიკის მთავრობამ თვითონ აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. ე. წ. „სახალხო დაცვის შენაერთები“ ანუ, Y.P.G. არის უბრალოდ სხვა სახელით მოქმედი, კანონგარეშედ გამოცხადებული, ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთ მუშათა პარტია“.
ჯგუფებმა დაირქვეს სხვადასხვა სახელები და განავითარეს ჩახლართული სტრუქტურები, მაგრამ ეს ვერ ნიღბავს სინამდვილეს. ისინი იმართებიან ერთი და იმავე კადრებით, იწვრთნებიან ერთი და იგივე ბანაკებში, იყენებენ საერთო საორგანიზაციო და სამხედრო სტრუქრტურებს, პროპაგანდის საშუალებებსა და ფინანსურ რესურსებს. „ქურთ მუშათა პარტია“ ე.ი. P.K.K. ხელმძღვანელობს Y.P.G.-ს და P.K.K-ს თვითმკვლელი მებრძოლები იწვრთნებიან Y.P.G.-ის ბანაკებში სირიაში.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ Y.P.G. / P.K.K. ტერორისტები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ერაყსა და სირიაში იწვრთნებიან და იარაღდებიან შეერთებული შტატების მიერ. ჩვენ უსაფრთხოების ძალებს ხელში უვარდებათ P.K.K.-ს ტერორისტების შეიარაღება, რომელიც თანდათან იზრდება, როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად და ხდება მისი მოდერნიზება.
ის ფაქტი, რომ ნატოს მოკავშირე აიარაღებს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც თავს ესხმის ასევე, ნატოს სხვა მოკავშირეს, არის ნატო-ს მიერ გაცხადებული ყველა ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ესაა, პოლიტიკური ანომალია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები გააცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკა საზიანოა ნატო-ს საიმედოობის თვალსაზრისით, იგი შეცვლის მას და კვლავ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის მეკავშირეებისა და გრძელვადიან ინტერესებს. ამერიკელების ნდობა „სახალხო დაცვის შენაერთებისადმი“ წარმოადგენს საკუთარი თავისადმი მიყენებულ სავალალო შეცდომას, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს აღიარებული პარტნიორი თურქეთში.
მაგრამ, თურქეთს, არ შეუძლია დაელოდოს კურსის საბოლოო და გარდაუვალ ცვლილებას. ფუჭი საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა გასაგებია თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების პრობლემებით, დღის წესრიგიდან ვერ ხსნის არსებულ საფრთხეებსა და მუქარას.
ბოლო კვირების განმავლობაში, თურქეთის მთავრობამ დოკუმენტურად დაასაბუთა ის საფრთხეები, რომლებსაც იწვევენ Y.P.G-ისა და DAESH-ის ბანაკები სირიაში. სირიის აფრინის რეგიონში ტერორისტები ემუქრებიან როგორც რეგიონის მოსახლეობის, ასევე საზღვრისპირა მცხოვრები თურქების სიცოცხლესა და ქონებას.
ჩვენ უნდა გვემოქმედა, და ამგვარად თურქეთმა აფრინში დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“.
ოპერაციას აქვს ნათელი მიზანი: ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აფრინში ტერორისტების ნეიტრალიზება; ოპერაცია ტარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების შესაბამისად; მის სამიზნეს წარმოადგენენ ტერორისტები, მათი თავშესაფრები, მათი შეიარაღება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თურქეთის არმია მოქმედებს სიფრთხილის უმაღლესი ზომების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო პირების დაზარალება.
ჩვენ უკვე არსებითად გავაძლიერეთ ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევა, შევქმენით რა ბანაკები აფრინიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოასახლეობისათვის. ჩვენ უკვე მივიღეთ სამ მილიონ სირიელზე მეტი, ხოლო თურქეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
თურქეთი გააგრძელებს ოპერაციას მანამ, სანამ ტერორისტები საბოლოოდ არ განადგურდებიან. თურქეთი ვერ შეურიგდება სეპარატისტული ანკლავების შექმნას ანდა ტერორისტების თავშესაფრებს, რომლებიც ემუქრებიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგებიან სირიელი ხალხის ნებას.
თურქთმა უკვე მიიღო მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომლებიც მიმართულია სირიაში პრობლემის გადასაჭრელად. სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება წარმოადგენს საკვანძო პოზიციას მშვიდობისთვის ძალისხმევის საკითხებში. ტერორისტებისგან გაწმენდა ნიშნავს მშვიდობისათვის სივრცის გახსნას.
ჩვენ ისეთი მომავლისათვის ვიბრძვით, სადაც ადგილი არ ექნება: ტერორისტულ ორგანიზაციებს, მეზობლების აფეთქებებს, ომებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს ჩვენს რეგიონში. თურქეთი შეერთებული შტატებისაგან იმსახურებს პატივისცემასა და მხარდაჭერას მისთვის ამ ბრძოლაში", წერია სტატიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.