თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და მათ კომენტარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. თავდაცვის მოქმედი და ყოფილი მინისტრები ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ.
"ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან ვაპირებ შეხვედრას. რაზე ვიმსჯელეთ, ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ. აბსოლუტურად ყველას ვხვდები და ირაკლი ჩემი მეგობარია. მასთან შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა და ჟურნალისტის შეკითხვას, შეხვედრაზე შეეხო თუ არა საუბარი ე.წ. კაბელების საქმეს, ხიდაშელმა ასე უპასუხა:
"თავდაცვის მინისტრი შეხვდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს. მგონი ეს არ არის ტელევიზიაში სალაპარაკო თემა".
ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, საუბარი შეეხო ყველა საჭირბოროტო თემას, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროს. "ასევე ვისაუბრეთ იმ მომავალ გეგმებზე, რომელიც მქონდა თავდაცვის უწყებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა. მეგობრები ვართ და ასევე ვისაუბრეთ მეგობრულ თემებზე. იყო საჭირო და კარგი შეხვედრა", - აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.