„წელს 10 წელი სრულდება, როდესაც ამ ქალაქში, ბუქარესტში ნატომ პრინციპულად გააჟღერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პოზიცია. რუმინეთი კვლავ რჩება ამ პოზიციის და გადაწყვეტილების ერთგული და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თეოდორ ვიორელ მელესკანუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მომავალში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინელი დამკვირვებლების ჩართულობასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას მონასტერში რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უმასპინძლა. ქართულმა დელეგაციამ მონასტერი დაათვალიერა, სადაც ნუსხური დამწერლობით შესრულებული სახარებაა დაცული. სახარება მონასტერს ქართლის მეფემ ვახტანგ მეექვსემ 1709 წელს გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.