საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს 24-პროცენტიანი ზრდა და ორივე მიმართულებით როგორც საქართველოდან ბელარუსის მხარეს, ისე პირიქით, ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას. მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ეძღვნებოდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ორივე ქვეყანაში და შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება. ეს პოტენციალი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს,“ განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის წარმატებით დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ბელარუსული მაღაზიები, რომელთაც „ბულბაში“ ჰქვია.
„დაგეგმილია მინსკშიც გახსნას ქართული ფორმატის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული პროდუქცია და სუვენირები. ეს, ერთი მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ბელარუსის ბაზარზე,“ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.