პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის, აღნიშნული განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გააკეთა.
„საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სულ შეწყალებული იქნა 3 671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3438 მსჯავრდებული პირი, მათგან 2384 გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხსნისგან, ხოლო 1054-ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. მხოლოდ 233 პირი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - 2004 წლიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, სულ შეწყალებულ იქნა 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3077 მსჯავრდებული პირი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია შეწყალების კომისიამ.
დანარჩენი 31 870 პირიდან მიხეილ სააკაშვილმა 8950 პირი შეიწყალა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში, ხოლო 22 920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლეობა", განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.