ტექნოპარკში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ - EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს - ფორუმი თბილისში 4-6 ივნისს გაიმართება.
შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, EuroDIG-ის, საერთაშორისო ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) და დომენური სახელების საერთაშორისო ორგანიზაციის (ICANN) წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„შეხვედრის მიზანი EuroDIG 2018-ის დღის წესრიგი და მისი მთავარი საკითხების განსაზღვრაა. საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტმმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტმმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება, წინასწარი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებს 300-დან 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა", ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.