ვანის მუნიციპალიტეტის მერმა უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნა
01-02-2018, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა, გვანცა სიგუამ უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნეს.

 


„უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიუხედავად ბავშვთა საკმარისი კონტინგენტისა, საბავშვო ბაღის შენობა არ იყო. ბაღის აღსაზრდელები სკოლის ეზოში არსებულ ერთ პატარა შენობაში იყვნენ განთავსებულნი, რომელიც არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს.

 

 

 


სოფელში ახალი სკოლამდელი დაწესებულება ადგილობრივებს საშუალებას აძლევს შვილები თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღში ატარონ, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით.

 


თანამედროვე სტანდარტების დაცვით აგებული უხუთის საბავშვო ბაღის შენობა ერთ ჯგუფზეა გათვლილი და ამ ეტაპზე 25 აღსაზრდელი ირიცხება.

 

 

 

 


ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 176 681 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები, 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა", ნათქვამია ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი