რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ
18-05-2015, 00:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. მუშების განცხადებით, რუსთავის გზის მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს, რომელიც თითოეულ მუშას დღეში 20 ლარს უხდის.


"ხელშეკრულება გაგვიფორმდა იმ პირობებში, როდესაც დოლარი 1.65 ლარი ღირდა. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, ხელფასი დაგვრჩა იგივე. უკვე მესამედ ვიფიცებით თანხის გაზრდის მოთხოვნით. შეუძლებელია 20 ლარად ოჯახის შენახვა. იმედი გვაქვს, რომ ჩინელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კაპიკებად გვამუშავენებ, მთავრობა რამეს ეტყვის და მოგვემატება დღიური შემოსავალი", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

 


გაეზრდებათ თუ არა ხელფასი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე მუშებს, 20 მაისს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მუშებთან შეხვედრის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის მენეჯერის მოადგილემ, გურამ ვახტანგიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ხელფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაოების დამკვეთი - მუნიციპალური განვითარების ფონდი.


როგორც ვახტანგაშვილმა აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელი დღეს შეხვდება მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს და გადაწყდება ხელფასის ოდენობის საკითხი.

 


თავად მუშების განცხადებით კი, 20 მაისამდე გააგრძელებენ გაფიცვას და შესაბამისად, მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა.


როგორც მუშები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ, დღიური ხელფასი 21 ლარიდან გაიზარდოს 30 ლარამდე.


 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი