საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
მათ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.