კუბის რევოლუციური ლიდერის, ფიდელ კასტროს 68 წლის ვაჟმა, ფიდელ ანხელ კასტრო დიაზ-ბალარტმა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგი გარდაცვლილი ხუთშაბათს იპოვეს და როგორც ითქვა, დეპრესიისაგან იტანჯებოდა.
საქვეყნოდ „ფიდელიტოდ“ ცნობილი ფიდელ ანხელ კასტრო დიაზ-ბალარტი კუბის ყოფილი პრეზიდენტის, 2016 წელს გარდაცვლილი ფიდელ კასტროს პირველი ვაჟი იყო.
იგი ბირთვული ფიზიკოსი და კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი გახლდათ, გავლილი ჰქონდა სამეცნიერო ტრენინგი ყოფილ საბჭოთა კავშირში და იკავებდა კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს.
„ფიდელ კასტრო დიაზ-ბალარტმა, რომელსაც დეპრესიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ექიმთა ჯგუფი მკურნალობდა, ამ დილით თავი მოიკლა“, იტყობინება კუბის ოფიციალური გაზეთი „გრანმა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.