955 მუშის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკის ოქროს მაღაროში მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ისინი ოთხშაბათ საღამოდან მოყოლებული მიწისქვეშ არიან ჩარჩენილები.
როგორც BBC იუწყება, მაღაროს მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა პარასკევ დილით განაცხადა, რომ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება იმ ლიფტისთვის, რომელმაც მიწის სიღრმიდან მუშები უნდა ამოიყვანოს.
სამხრეთ აფრიკა ოქროს წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ხშირად დაცული არ არის.
„ბიტრიქსის“ მაღარო ქალაქ უელკომში, იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 290 კილომეტრში მდებარეობს. მას 23 დონე აქვს და ყველაზე დაბალი ადგილი მიწის ქვემოთ 1 000 მეტრის (1 კმ) სიღრმეზეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.